დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე,ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთაქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი
უფლისწულობა
დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
734
|
დაამატა:
toka
|
თარიღი:
2015-02-08
|
|
არჩილ II
ბიოგრაფია
ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა (1663), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, შაჰნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს (1664).
ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი გრემიდან თ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
607
|
დაამატა:
toka
|
თარიღი:
2015-02-08
|
|
აწანგვარა
აწანგვარა (აფხ. აწან-გუარა - წანთა სადგომი), ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია. ნახევრად მეგალითური ნაგებობა, რომელშიც ზაფხულობით მწყემსთა ბინები და საქონლის სადგომები იყო მოწყობილი. კლასიკური ფორმით ეს საცხოვრისები აფხაზეთშია დაცული. პირველად აქაური აწანგვარები იქნა აღწერილი. აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში შემონახული გადმოცემების მიხედვით, ერთნი მათ ქონდრის კაცთა (აფხ. "აწან") საცხოვრისებად თვლიან, მეორენი - ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომის - წანების (აწან-გუარა) სადგომად.
აწანგვარა ქვის ოთხკუთხა ან მრგვალი სათავსებისაგან შემდგარი რთული ნაგებობაა. განირჩევა განცალკევებული აწანგვარები და აწანგვართა კომპლექსები, რომლებსაც აფხაზები "წანთა ქალაქს" (აფხ. "აწანაა რიქალაქ") უწოდებენ. აწანგვარები გავრცელებულია კავკასიის ალპურ ზონაში, განსაკუთრებით მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მეჯოგეთა სადგომი აწანგვარები აღმოჩენილია აგრეთვე არქეოლოგი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
695
|
დაამატა:
toka
|
თარიღი:
2015-02-08
|
|
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[2] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).
კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას ი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1000
|
დაამატა:
toka
|
თარიღი:
2015-02-08
|
|
აოგაშიმა (იაპონ. 青ヶ島) — იაპონიის კუთვნილი ვულკანური კუნძული ფილიპინის ზღვაში, ექვემდებარება ტოკიოსადმინისტრაციას, მდებარეობს მისგან 358 კმ-ით სამხრეთით. წარმოადგენს იძუს კუნძულების უკიდურეს სამხრეთში მდებარე და ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ კუნძულს.
კუნძულზე გაშენებულია სოფელი აოგაშიმა, რომელიც ტოკიოს მეტროპოლიურ არეალში, ჰატიძიოს პრეფექტურაში შედის. 2009წლის მონაცემებით, კუნძულზე 205 ადამიანი ცხოვრობდა. მიეკუთვნება ფუძი-ჰაკონე-იძუს ეროვნულ პარკს.
ნანახია:
646
|
დაამატა:
toka
|
თარიღი:
2015-02-08
|
| |