MENU

თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663), კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. გამეფდა 16 წლისა. მისი მცირეწლოვნების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. 1607 თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 გარდაიცვალა. 1612 შეირთო ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და ხორეშანი. 1614, ირანისშაჰის აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. 1615, კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.

სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. 1625, როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 843 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)

წარმოშობა

თეიმურაზ II დაიბადა თბილისში 1700 წელს. მამამისი იყო ქართლის მეფე ერეკლე I (1688-1703), ხოლო დედა — ანა ჩოლოყაშვილი.

კახეთში გამეფება

XVIII საუკუნის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელები იყვნენ გაბატონებული. 1703 წელს, თეიმურაზის მამას, ერეკლე პირველს, ირანის შაჰმა კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დაიტოვა და მის მაგივრად, 1703 წლიდან, კახეთში მისი ვაჟი, დავითი (იმამყული–ხანი) გაამეფეს. 1709 წელს ერეკლე პირველი გარდაიცვალა და ახლა დავითი გაიწვიეს ირანში. მეფობა მის უმცროს ძმას, მცირეწლოვან თეიმურაზ მეორეს გადაეცა, თუმცა ფაქტობრივად კახეთს თეიმურაზის დედა და ეპისკოპოსი,ნიკოლოზ ალავერდელი მართავდნენ.

კახეთში თეიმურაზი 1715 წლამდე მეფობდა. 1710 წელს, თეიმურაზის ძმამ, დავით II-მ, თბილისში ვახტანგ VI მოინახულა და ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 720 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი, 1737 ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1359 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)

დემეტრე I, საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებელის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 716 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)

                                            დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე,ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთაქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი

უფლისწულობა

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 733 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-08 | კომენტარი (1)

                                                                                          არჩილ II

ბიოგრაფია

ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა (1663), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, შაჰნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს (1664).

ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი გრემიდან თ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 607 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-08 | კომენტარი (0)

აწანგვარა

აწანგვარა (აფხ. აწან-გუარა - წანთა სადგომი), ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია. ნახევრად მეგალითური ნაგებობა, რომელშიც ზაფხულობით მწყემსთა ბინები და საქონლის სადგომები იყო მოწყობილი. კლასიკური ფორმით ეს საცხოვრისები აფხაზეთშია დაცული. პირველად აქაური აწანგვარები იქნა აღწერილი. აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში შემონახული გადმოცემების მიხედვით, ერთნი მათ ქონდრის კაცთა (აფხ. "აწან") საცხოვრისებად თვლიან, მეორენი - ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომის - წანების (აწან-გუარა) სადგომად.

აწანგვარა ქვის ოთხკუთხა ან მრგვალი სათავსებისაგან შემდგარი რთული ნაგებობაა. განირჩევა განცალკევებული აწანგვარები და აწანგვართა კომპლექსები, რომლებსაც აფხაზები "წანთა ქალაქს" (აფხ. "აწანაა რიქალაქ") უწოდებენ. აწანგვარები გავრცელებულია კავკასიის ალპურ ზონაში, განსაკუთრებით მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მეჯოგეთა სადგომი აწანგვარები აღმოჩენილია აგრეთვე არქეოლოგი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 694 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-08 | კომენტარი (0)

ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[2] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).

კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას ი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 999 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-08 | კომენტარი (0)

აოგაშიმა (იაპონ. 青ヶ島) — იაპონიის კუთვნილი ვულკანური კუნძული ფილიპინის ზღვაში, ექვემდებარება ტოკიოსადმინისტრაციას, მდებარეობს მისგან 358 კმ-ით სამხრეთით. წარმოადგენს იძუს კუნძულების უკიდურეს სამხრეთში მდებარე და ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ კუნძულს.

კუნძულზე გაშენებულია სოფელი აოგაშიმა, რომელიც ტოკიოს მეტროპოლიურ არეალში, ჰატიძიოს პრეფექტურაში შედის. 2009წლის მონაცემებით, კუნძულზე 205 ადამიანი ცხოვრობდა. მიეკუთვნება ფუძი-ჰაკონე-იძუს ეროვნულ პარკს.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 645 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-08 | კომენტარი (0)