12:05 PM კუნძული აოგაშიმა (ულამაზესი კუნძული) |
კუნძულზე გაშენებულია სოფელი აოგაშიმა, რომელიც ტოკიოს მეტროპოლიურ არეალში, ჰატიძიოს პრეფექტურაში შედის. 2009წლის მონაცემებით, კუნძულზე 205 ადამიანი ცხოვრობდა. მიეკუთვნება ფუძი-ჰაკონე-იძუს ეროვნულ პარკს. გეოლოგიააოგაშიმა მეოთხეული ასაკის ვულკანური კუნძულია; მისი სიგრძე 3,5 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე კი 2,5 კმ. კუნძულის ფორმას აყალიბებს ოთხი წყალქვეშა კალდერის ნარჩენები. გარშემორტყმულია ძალიან ციცაბო, უსწორმასწორო და ფენობრივი ფლატეებით — კლიფებით, რომლებიც ვულკანური აკუმულაციის შედეგს წარმოადგენენ. კალდერის სამხრეთ კიდეზე კლიფის სიმაღლე 423 მეტრია. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აოგაშიმას C კლასის აქტიურ ვულკანად მიიჩნევს, უკანასკნელი ამოფრქვევები 1781-1785 წლებში მიმდინარეობდა. ისტორიააოგაშიმის დასახლების ისტორია ნათელი არაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იაპონელია. კუნძული მოხსენიებულია იაპონიის ისტორიის ედოს პერიოდის ჩანაწერებში, რომელთა მიხედვითაც ვულკანური აქტივობები აქ 1652 წელს და 1670-1680 წლებში მიმდინარეობდა. 1780 წელს მოხდა მიწისძვრა, რასაც კალდერის ტბებიდან ორთქლის გამოშვება მოჰყვა. შემდეგ, 1781 წლის მიძისძვრას კი ამოფრქვევა. 1783 წლის აპრილში, ამოფრქვევის გამო საჭირო გახდა კუნძულის 63 ოჯახის ევაკუაცია. 1785 წლის მასიური ამოფრქვევის შედეგად კუნძულის 327 მოსახლიდან 130-140 ადამიანი დაიღუპა. |
|
სულ კომენტარები: 0 | |