MENU
მთავარი » 2015 » თებერვალი » 13

თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663), კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. გამეფდა 16 წლისა. მისი მცირეწლოვნების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. 1607 თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 გარდაიცვალა. 1612 შეირთო ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და ხორეშანი. 1614, ირანისშაჰის აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. 1615, კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.

სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. 1625, როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 844 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)

წარმოშობა

თეიმურაზ II დაიბადა თბილისში 1700 წელს. მამამისი იყო ქართლის მეფე ერეკლე I (1688-1703), ხოლო დედა — ანა ჩოლოყაშვილი.

კახეთში გამეფება

XVIII საუკუნის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელები იყვნენ გაბატონებული. 1703 წელს, თეიმურაზის მამას, ერეკლე პირველს, ირანის შაჰმა კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დაიტოვა და მის მაგივრად, 1703 წლიდან, კახეთში მისი ვაჟი, დავითი (იმამყული–ხანი) გაამეფეს. 1709 წელს ერეკლე პირველი გარდაიცვალა და ახლა დავითი გაიწვიეს ირანში. მეფობა მის უმცროს ძმას, მცირეწლოვან თეიმურაზ მეორეს გადაეცა, თუმცა ფაქტობრივად კახეთს თეიმურაზის დედა და ეპისკოპოსი,ნიკოლოზ ალავერდელი მართავდნენ.

კახეთში თეიმურაზი 1715 წლამდე მეფობდა. 1710 წელს, თეიმურაზის ძმამ, დავით II-მ, თბილისში ვახტანგ VI მოინახულა და ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 721 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი, 1737 ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1360 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)

დემეტრე I, საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებელის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 717 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-13 | კომენტარი (0)