MENU
მთავარი » 2015 » თებერვალი » 06

 

 

ამურის ვეფხვი (PANTHERA TIGRIS ALTAICA) — ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ვეფხვის ქვესახეობა. იგი ყველაზე დიდი ვეფხვია (წონა 180-275 კგ), ხოლო გავრცელებით ყველაზე ჩრდილოელი ვეფხვი.1996 წლისთვის რუსეთში დაახლოებით 470 ვეფხვი იყო. დაახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში. ამურის ვეფხვი ძალზე ძლიერია, მას შეუძლია ხუთას მეტრზე გაათრიოს ცხენის სხეული, ხოლო თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარეში ჩამოუვარდება მხოლოდ გეპარდს
 დღეისათვის მხოლოდ 50-მდე ამურის ვეფხვია დარჩენილი დედამიწაზე. ყველა მათგანი რუსეთში ბინადრობს. სტატისტიკის მიხედვით 2020 წლისათვის ამ სახეობის ვეფხვიდან არცერთი წარმომადგენელი აღარ იარსებებს და ის სამუდამოდ გადაშენდება. ამავე სტატისტიკის მიხედვით კი 2030წლისათვის ვეფხვის არცერთი სახეობის არცერთი ეგზემპლიარი აღარ იქნება ბუნებაში.

 ავტორი: ირაკლი მამულაშვილი

ნანახია: 1178 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-06 | კომენტარი (0)


 ჭკვიანი, გრაციოზული და ყველაზე სწრაფი დიდი კატა. მსოფლიოს სულ 10 000 გეპარდი შემორჩა. ეს ციფრი კატასტროფულად მცირეა. ეგვიპტელების მიერ 4000 წლის წინ სამარხებსა და ტაძრების კედლებზე უკვდავყოფილი ცხოველი, რომელიც მართლაც რომ გამორჩეულია თვით კატისებრთა შორის,
დღეს ღონემიხდილი გადარჩენისთვის იბრძვის. „სელექციონერები“ გეპარდის ბოკვრების შეძენას მომხმარებლებს ინტერნეტის საშუალებითაც კი სთავაზობენ. მათ ფოტოებს Facebook-ზეც უამრავს ნახავთ. „ამ საქმეში დიდი ფული ტრიალებს და ნარკოტიკებისა და იარაღის მსგავსად, ველური ბუნების კონტრაბანდაში ჩაბმულმა პირებმაც კარგად ორგანიზებული ქსელი შექმნეს.

 ავტორი: ირაკლი მამულაშვილი

ნანახია: 721 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-06 | კომენტარი (0)

                                                                                        მარკო პოლო(1254 წ.15 სექტემბერი. ვენეცია - 1324 წ 8 იანვარი. ვენეცია) – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური, ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მისი მოგზაურობა აღწერილია რუსტიჩელო პიზელის Il Milione–ში, რომელიც მარკო პოლომ თავად უკარნახა ავტორს 1298–1299 წლებში გენუაში ციხეში ყოფნისას. ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 2318 | დაამატა: toka | თარიღი: 2015-02-06 | კომენტარი (0)