12:55 PM სოციალურად დაუცველი ოჯახები, ახალშობილზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ | |
ჯანდაცვის კუთხით სამსახური 2 ახალ პროგრამას განახორციელებს. ესენია, ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 30 წლამდე ასაკის პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპალტაციის პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. 1 400 000 ლარით დაფინანსდა C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა. 2015 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყოველ ახალშობილზე დახმარების პროგრამა, რომელიც 500 ლარით განისაზღვრა. დაფინანსებას 100000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ. 400 000 ლარით განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა. 800 ლარიან დახმარებას მიიღებენ 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველ მე-3, მე-4, და შემდგომ შვილზე დახმარების ოდენობა და ის 800-1500 ლარით განისაზღვრა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |