9:23 AM კითხვა, რომელიც გამოიყენება მსოფლიო დონის HR სააგენტოებში გონებრივი შესაძლებლობები შეფასებლად | |
სწორი პასუხი: გავაღოთ მაცივარი, მოვათავსოთ ჟირაფი, დავკეტოთ მაცივარი. კითხვით მოწმდება რამდენად სწორად შეგიძლიათ პრობლემის აღქმა და მისი მარტივად გადაჭრის გზის მოძებნა. კითხვა მეორე: როგორ მოვათავსოთ მაცივარში სპილო? არასწორი პასუხი: გავხსნათ მაცივარი, მოვათავსოთ სპილო, დავკეტოთ მაცივარი. სწორი პასუხი: გავხსნათ მაცივარი, გამოვიღოთ იქედან ჟირაფი, შევდოთ სპილო, დავკეტოთ მაცივარი. ამ კითხვის საშუალებით ხდება დადგენა, თუ რამდენად შეგიძლიათ საკითხის დინამიკაში აღქმა და წინაპირობების გათვალისწინება. კითხვა მესამე: ლომმა დაიბარა ყველა ნადირი კრებაზე. ერთის გარდა ყველა ეახლა. რომელი ცხოველია ის ერთი? სწორი პასუხი: სპილო. ის ხომ მაცივარშია მოთავსებული. ეს კითხვა ამოწმებს თქვენი მახსოვრობის უნარს. კითხვა მეოთხე: თქვენ უნდა გადაცუროთ ნიანგებით სავსე მდინარე, ნავის არქონის შემთხვევაში როგორ მოახერხებთ ამას? სწორი პასუხი: გაცურეთ. ყველა ცხოველი ნიანგების ჩათვლით ხომ ლომთან არიან კრებაზე. ეს კითხვა ავლენს, თუ რამდენად სწავლობთ თქვენს შეცდომებზე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |