MENU
მთავარი » 2015 » თებერვალი » 8 » ეს საინტერესოა
11:41 PM
ეს საინტერესოა

                     1970-იან წლებში ჩეხეთის ქალაქ მოსტის ისტორიული ცენტრი მის ქვეშ აღმოჩენილი ქვანახშირის დიდი ფენის გამო დაანგრიეს. შემორჩა მხოლოდქალწული მარიამის ამაღლების ეკლესია, რომელიც ახალ ადგილზე გადაიტანეს. იგი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ადამიანის მიერ გადაადგილებული ყველაზე მძიმე ნაგებობა.
ქალაქი ნიცა ბერძნებმა დააარსეს ძვ. წ. IV საუკუნეში. სახელი მას გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს პატივსაცემად ეწოდა.
კავკასიონი ასრულებს მნიშვნელოვან კლიმატგამყოფის როლს, რის გამოც ამიერკავკასია დაახლოებით 3 °C-ით უფრო თბილია, ვიდრე ამ დამცავი კედლის გარეშე იქნებოდა.
მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია 1787 წლის 17 სექტემბერს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაა, მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაშიპირველი კი — პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუცია.
2010 წელს, ამერიკული ორგანიზაცია Pew Research Centre-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევით, ჩინეთში დაახლოებით 58 მილიონი პროტესტანტი და 9 მილიონიკათოლიკე ქრისტიანი ცხოვრობდა.
დიდ ბრიტანეთთან ერთად ერთა თანამეგობრობაში შემავალი ყველა ქვეყანა, გარდა ორისა, წარსულში ბრიტანეთის კოლონია, დომინიონი ან პროტექტორატი იყო. გამონაკლისს წარმოადგენენ მოზამბიკი და რუანდა.
ედინბურგს სკოტურ ენაზე ზედმეტსახელად Auld Reekie-ს (ძველ კვამლიანს ან ძველ სუნიანს) უძახიან. ქალაქისთვის ამ სახელის შერქმევა ადრე ედინბურგში მრავლად არსებული ლუდსახარშებიდან გამომავალი სასიამოვნო სუნის გამო მოხდა.

ნანახია: 743 | დაამატა: toka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: