MENU
მთავარი » 2015 » თებერვალი » 8 » იცოდით თუ არა?
11:35 PM
იცოდით თუ არა?

                                                                                              ძველი სტილით 1 იანვარს (ახ. სტილით 14 იანვარი) მართლმადიდებელი ეკლესია ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს, რის გამოც ძველადსაქართველოში ახალი წლის დღესასწაულს „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ და ადამიანის ფორმის სადღესასწაულო პურებს, „ბასილას კვერებს“აცხობდნენ. საახალწლო ჩიჩილაკიც (სურათზე) აგრეთვე წმინდა ბასილის წვერებს განასახიერებს.
სასაათო სარტყლების მიხედვით, ახალი წლის აღნიშვნა პირველად ყოველთვის იწყება წყნარ ოკეანეში, კირიბატის კუნძულებზე. უკანასკნელები კი ძველ წელს აცილებენ კვლავ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მიდუეის მცხოვრებლები.
ძველ რომში პირველი იანვარი ეძღვნებოდა იანუსს — არჩევნის, კარებისა და ყოველივე საწყისის ღმერთს. იანვარმა სახელწოდება სწორედ იანუსის პატივსაცემად მიიღო, რომელსაც გამოსახავდნენ ორი სახით: ერთი იყურებოდა წინ, მეორე კი — უკან.
1930-იან წლებში, ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგია იბრძოდა ძველი ტრადიციების წინააღმდეგ და შესაძლოა, ეს ნაძვის ხესაც შეხებოდა. ამიტომაც ზოგიერთი ადამიანი ნაძვის ხის სახლში წასაღებად იყენებდა კონტრაბასის ფუტლარს, რათა არასასურველი თვალებისგან დაეფარა მისი სახლში მიტანის ფაქტი.
ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდრით აღინიშნება, რის გამოც თარიღი მოძრავია და 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე მერყეობს.
ისლამურ ქვეყნებში გამოიყენება ისლამური კალენდარი „ჰიჯრა“. ვინაიდან წელიწადში დღეების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, ახალი წლის თარიღი ყოველწლიურად გრიგორიანულ კალენდარის სხვადასხვა რიცხვს შეესაბამება. ბოლოს ისლამურ ქვეყნებში ახალი 1436 წლის დადგომა გრიგორიანული კალენდრით 2014 წლის 24/25 ოქტომბერს აღინიშნა.
დღემდე მოღწეული ცნობების მიხედვით, IV საუკუნეში საქართველოში ახალი წლის დადგომას 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, VII საუკუნიდან — სექტემბრის თვეში, IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წელი მარტში დგებოდა, ხოლო 1 იანვარს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია XIV საუკუნეში დამკვიდრდა.

ნანახია: 760 | დაამატა: toka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: